მთელ მსოფლიოში წარმოუდგენელი რაღაც ხდება. ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას აშანტაჟებენ და სანქციებით ემუქრებიან მხოლოდ იმის გამო, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი მივიღეთ. ეს პირდაპირ შანტაჟი და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაა, რაც ჩვენთვის მიუღებელია. არცერთი ნაბიჯის უკან გადადგმასა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტით ვაჭრობას არ ვაპირებთ.
tbl.ge/6so3
დაკოპირდა

თქვა ივანიშვილის სატელიტი პარტიის, ხალხის ძალის წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ. აშშ-მა რეჟიმისა და მათი ოჯახების წევრების მიმართ სანქციების პოლიტიკა გამოაცხადა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების მიხედვით, ახალი პოლიტიკა ითვალისწინებს სავიზო შეზღუდვებსა და აშშ-ში მოგზაურობის აკრძალვას. ჯერჯერობით არ გამოქვეყნებული იმ პირების სია, ვისაც სანქციები დაუწესდებათ.
ხალხის ძალაივანიშვილის დეპუტატებიდავით კაჭარავარუსული კანონიკანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებსაქართველო-აშშაშშ-საქართველო
ამავე თემაზე
- გორდულაძე: დარღვევისას პასუხისმგებლობა დაეკისრება გრანტის მიმღებს და არა გამცემს
- სტრასბურგის სასამართლომ აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა
- რუსული კანონის საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი ECHR-მა წარმოებაში მიიღო
- საია: სტრასბურგმა რუსულ კანონზე სარჩელი წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო
- საია: სტრასბურგის სასამართლომ რუსულ კანონზე საჩივრის განხილვა დაიწყო




