რუსული კანონი

პაპუაშვილი კობახიძის განცხადებაზე: გამაოგნებელია

პრემიერმინისტრმა ამის შესახებ მაცნობა. ამ კონტექსტში მკვლელობის მცდელობის მოყვანა მართლაც გამაოგნებელია. ნებისმიერ შემთხვევაში, რაიმე კონტექსტში ამ ფაქტის ხსენება, რა თქმა უნდა, გამაოგნებელია. ამ საკითხზე დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ.

ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.

"ჩემთან საუბარში ერთ-ერთმა ევროკომისარმა ახსენა - ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო". - თქვა ირაკლი კობახიძემ.

15 მაისს სლოვაკეთის პრემიერმინისტრს, რობერტ ფიცოს ესროლეს და დაჭრეს.

კომენტარები