იმის გააზრება, რომ 5% ბარიერის გამო არ უნდა დარჩეს დანაწევრებული და ფრაგმენტირებული პოლიტიკური სპექტრი ოპოზიციურ ფლანგზე - რომ ივანიშვილმა არ წაიღოს ის მანდატები აქედან, რომელიც მას ეკუთვნის - ეს მზაობა არის ასი პროცენტით.
შეიძლება იყოს სხვადასხვა მოსაზრებები კონფიგურაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი და მომგებიანი ფორმულა არის ერთი დიდი ერთობა - ამაზე განსხვავებული აზრები არსებობს, მაგრამ მე გეუბნებით ჩემს პოზიციას.
ჩემი აზრით, მარტივი ამბავია - აქეთ არის 41 ნომერი და აქეთ არის ახალი ნომერი, ახალი სია, მათ შორის ახალი ხალხი და ახალი სახელი.