მე არ შევალ ამ კანონის შინაარსში. მე ერთი რამ მინდა ვთქვა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან. აუცილებელია დიალოგის გაგრძელება, საუბარი. რა თქმა უნდა, მე ვარ მომხრე იმისა, რომ მოხდეს ამ გაუგებრობის განმუხტვა. ეს უნდა გავაქარწყლოთ, ყველა კითხვა უნდა მოიხსნას ჩვენ შორის.
დღეს რთული სიტუაციაა, რთული ვითარებაა. ქვეყანას სხვა უამრავი გამოწვევები აქვს, როგორიც არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, სხვა მიმდინარე თემები, ხედავთ, მეგობრებო, რეგიონში როგორი ვითარებაა. უკრაინაში ომი არ ჩერდება და არ გაჩერდება დიდი ხანი... ეს ყველაფერი ამძიმებს ისედაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოს. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, მე ვარ მომხრე, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, განვითარება და სტაბილურობა. ჩვენი მთავარი მიზანი ეს უნდა იყოს.
რაც შეეხება ამ კანონს, საერთოდ, მე ამ კანონის მიმართ... ეს ჩემი პირადი აზრია და არა ჩვენი პარტიის აზრი, მაგრამ როდესაც უცხო სახელმწიფოს ინტერესების გატარების ლეგალიზება ხდება, მე ამას, როგორც მოქალაქე, არ მივესალმები. ჩემთვის უცხო ქვეყნის სახელმწიფოს მსახურება არის ღალატი ჩვენი ქვეყნის ინტერესების. ყველას [ვგულისხმობ]. მნიშვნელობა არ აქვს, როგორი ქვეყნის აგენტი იქნები - რუსეთის თუ ამერიკის თუ აფრიკის თუ აზიის. მნიშვნელობა არ აქვს, აგენტი არის აგენტი, აგენტის ქმედება არის დასჯადი, ეს არის ღალატი, ამაზე უნდა იყოს საუბარი. მეგობრების აგენტობა შეიძლება? რას მელაპარაკებით.
დისკუსია იმაზე მიმდინარეობს, შეიძლება თუ არა, რომ მეგობარი სახელმწიფოების ინტერესების გამტარებელი ვიყოო, ეს ხომ კატასტროფაა, ამას თავში რომ დაუშვებს კაცი, მისი საქმე წასულია. როგორ შეიძლება, საქართველოს მოქალაქემ იფიქროს სხვა სახელმწიფოს ინტერესების გატარებაზე, ინტერესი არსებობს ერთი, ეს არის ქართული ინტერესი, ეს არის საქართველოს ინტერესი, ჩემი რჩევა იქნება, იფიქროთ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესის დაცვაზე...
დაველოდოთ, ჩემი პასუხი იქნება, დაველოდოთ, ჯერ კიდევ არის დრო. ჯერ მესამე მოსმენით უნდა იყოს მიღებული ეს კანონი, შემდეგ ვეტოს დაძლევამდე დრო არის კიდევ, მთავარი მინდა ვთქვა, ჩვენ დღეს გვჭირდება დამშვიდება სიტუაციის, სტაბილურობა გვინდა, განვითარება გვინდა.