ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

გალანთი: IDF-მ სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას მეთაურების ნახევარი მოკლა

gov.il

ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანთის თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას მეთაურების ნახევარი მოკლა. იოავ გალანთი ისრაელის თავდაცვის ძალების ჩრდილოეთ სარდლობას ქალაქ საფედში სტუმრობდა, სადაც ჰეზბოლას წინააღმდეგ ისრაელის არმიის წარმატებაზე ისაუბრა

"სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას მეთაურების ნახევარი განადგურებულია. დარჩენილი ნახევარი კი ან იმალება ან ტოვებს ლიბანს" - თქვა იოავ გალანთმა. 

გალანთის თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალების მთავარი მიზანი ჩრდილოეთში არის ის, რომ იძულებით გადაადგილებული ისრაელელი მოსახლეობა თავიანთ სახლებში დაბრუნდეს. როგორც ცნობილია, ისრაელი ამ მიმართულებით რამდენიმე ალტერნატიულ პოლიტიკას ამუშავებს.

 

კომენტარები