რაც შეეხება ამ კანონის სახალხო ლეგიტიმაციას, სულ რაღაც ექვს თვეში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები.
ეს საპარლამენტო არჩევნები იქნება, მათ შორის, რეფერენდუმი ამ კანონთან დაკავშირებით.
ყველა კარგად ნახავს, რომ საბოლოო ჯამში ამ კანონს ექნება 60%-იანი მხარდაჭერა ქართულ საზოგადოებაში. შესაბამისად, ყველა დაელოდოს არჩევნებს და ნურავინ, მათ შორის პირველ რიგში, სალომე ზურაბიშვილი ნუ ისაუბრებს ქართველი ხალხის სახელით, როდესაც ის პირდაპირ ღალატობს ქართველ ხალხს და ქვეყნის კონსტიტუციას.