რუსული კანონი

მდინარაძე ხაბეიშვილს: თქვენ რომ გკითხოთ, 5-6 თვეში აღარ ვიქნებით და შეცვალეთ კანონი

ჩემი აზრით,  ბატონო ლევან, თქვენ აღიარეთ, არჩევნებში რომ დაიხარჯება შავი ფული პოლიტიკური მიზნებისათვის, ამის გამომჟღავნება არ გინდათ ყველაზე მეტად, ამიტომ მოგვიწოდებთ, არჩევნების შემდეგ გადადეთო [განხილვა]. იგივე ლოგიკით, მეც მოგიწოდებთ, რომ რაღას ნერვიულობთ მაშინ, ამ ხალხს რაღას ატყუებთ, თქვენ რომ გკითხოთ კაცმა, ხუთ და ექვს თვეში აღარ ვიქნებით ხელისუფლებაში და შეცვალეთ ეს კანონი.

მიმართავს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ენმ-ს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს რუსული კანონის განხილვისას.

კომენტარები