რუსული კანონი

მდინარაძე: არა რუსულ კანონს, მე ამაში გიერთდებით

ბოლო პერიოდში ამ კანონპროექტთან დაკავშირებით უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდებოდა. ერთი წელია, ჩვენ მომსწრეები ვართ იმ დიდი აფიორის, რასაც ჰქვია რუსული კანონი - თითქოს, ეს კანონი რუსულია. აქვე, მთელი პასუხისმგებლობით დაგიდასტურებთ, ვინმეს რაც არ უნდა სენსაციურად მოეჩვენოს - არა რუსულ კანონს. მე ამაში გიერთდებით. საქართველოში რუსული კანონი არ მიიღება. ამავე დროს, არა მონობას. ჩვენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც მოცემულ შემთხვევაში, შეიძლება, საქართველოს გარდა არავის აწყობდეს. მაგრამ, ჩვენ საქართველოს ინტერესებიდან გამოვდივართ.

თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც რუსულ კანონს პირველი მოსმენით განიხილავენ.

კომენტარები