ახლა ძალიან ვცდილობ, რომ მოზომილი ვიყო ჩემს შეფასებაში. აი რა უნდა ვუწოდოთ ახლა ასეთ გადაწყვეტილებას და როგორ შეიძლება, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ვუწოდოთ ანტისახელმწიფოებრივი.
ადამიანმა შეიწყალა პირი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილი ესროლა ჩვენს საამაყო პოლიციას და ცოცხლად დაწვა სურდა ჩვენი გმირი პოლიციელის, ერთ-ერთი პოლიციელის, ეს ხომ ფაქტია. ყველამ კარგად ნახა ის კადრები მთელმა ქვეყანამ და მთელმა მსოფლიომ ნახა ეს კადრები, როგორ ესროლა მოლოტოვის კოქტეილი ამ პიროვნებამ და როგორ გადარჩა სასწაულებრივად, შეიძლება ითქვას, ჩვენი გმირი პოლიციელი. ფაქტებით, მტკიცებულებებით აღიარა ამ კაცმა, რომ მე ვესროლე მოლოტოვის კოქტეილიო და ამის მერე ეს რადიკალი, ექსტრემისტი პირი, შეიწყალა ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა.
მე არ მოვერიდები ამის თქმას, ეს არის უკვე ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, ის რომ ამ ქალმა საერთოდ დაივიწყა კონსტიტუცია, კანონი, პატივს არ სცემს ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ხალხს, ჩვენ ამომრჩეველს, საკუთარ ამომრჩეველზე აღარ მაქვს საუბარი ის, რომ ბოლომდე უღალატა მან არა მარტო ჩვენ ამომრჩეველს, ჩვენ პარტიას და ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას, მან უღალატა ჩვენ პოლიციას, მან შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენ პოლიციას.
[...] სირცხვილი და დანაშაული, ჩემს თვალში არის დანაშაული ჩადენილი პოლიციის წინააღმდეგ, იგი არის თანამონაწილე, სალომე ზურაბიშვილმა მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციელს ამ შეწყალებით.