ისრაელი-ღაზის სექტორის ომი

ნეთანიაჰუ: ღაზის სექტორის გარდა, სხვა ფრონტებიდანაც გამოწვევებისთვის ვემზადებით

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი, ღაზის სექტორის გარდა, სხვა ფრონტებიდანაც გამოწვევებისთვის ემზადება. ამის შესახებ მან F-15-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების ბაზაზე მფრინავებთან შეხვედრისას ისაუბრა.

"ჩვენ რთულ პერიოდში ვართ. ღაზაში ომის შუაში ვართ, რომელიც მთელი ძალისხმევით გრძელდება. ამასთან ერთად, ვაგრძელებთ დაუღალავ ძალისხმევას ჩვენი მძევლების დასაბრუნებლად, თუმცა, ასევე ვემზადებით გამოწვევებისთვის სხვა ფრონტებიდან". - თქვა ნეთანიაჰუმ.

როგორც ადგილობრივი მედია აღნიშნავს, ზემოხსენებული განცხადება ისრაელის პრემიერმა ირანთან ურთიერთობების გამწვავების ფონზე გაავრცელა.

"მარტივი პრინციპი დავამკვიდრეთ: ჩვენ დავარტყამთ ნებისმიერს, ვინც დაგვარტყამს. მზად ვართ, შევასრულოთ ისრაელის უსაფრთხოების წინაშე ჩვენი მოვალეობები თავდაცვისა და თავდასხმის კუთხით". - თქვა ნეთანიაჰუმ.

კომენტარები