არჩევნები 2024

სამთავრობო მედიის კვლევა: ოცნებას 60.4% მისცემდა ხმას, ენმ/სტრატეგია აღმაშენებელს - 12.6%

სამთავრობო მედია იმედის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, ამ კვირაში რომ არჩევნები იყოს, ქართულ ოცნებას 60.4% მისცემდა ხმას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და სტრატეგია აღმაშენებლის გამარჯვების პლატფორმას - 12.6%. ლელოს 4.7%, ევროპულ საქართველოს 4.5%, გიორგი გახარიას პარტიას კი - 3.7%.

გორბის ჩატარებული კვლევის მიხედვით, გირჩი-მეტი თავისუფლება/დროას ერთობას გამოკითხულთა 3% მისცემდა ხმას, პარტია ახალს 1.6%, გირჩს კი - 1.4%. TV იმედი აღნიშნავს, რომ ახალი კითხვარში არ იყო, რადგან პარტია ოფიციალურად საველე სამუშაოებისას დაფუძნდა და მონაცემი რესპონდენტების სპონტანურ პასუხებს ეფუძნება.

საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა გორბმა გამოკითხვა ტელეკომპანია იმედის დაკვეთით 11-18 მარტის პერიოდში ჩაატარა. კვლევა ქვეყნის მასშტაბით, პირდაპირი გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. გამოიკითხა ჯამში 1 711 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი +-3%-ია.

კომენტარები