რუსული კანონი

რაზმაძე: აშშ და EU მეგობრები არიან, მაგრამ ჩვენთან ურთიერთობაში შეცდომებს უშვებენ

გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ რუსულ კანონთან და ევროკავშირთან, აშშ-სთან და რუსეთთან საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ჟურნალისტის კითხვაზე, დასავლეთი და ჩრდილოეთი ერთ სიბრტყეზე უნდა დავაყენოთ თუ არა, რაზმაძე პასუხობს, რომ კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს. 

"დასავლეთსა და ჩრდილოეთს აქ მნიშვნელობა არ აქვს. სუვერენულმა ქვეყანამ ხაზი რატომ უნდა გაუსვა, რომ მაინცდამაინც რუსეთი - სიტყვაზე, უკრაინა, ალბანეთი ან ტაილანდი. არა, ეს ის ყველასთან უნდა იყოს. სიფრთხილეს თავი არ სტკივა". - უპასუხა გორის საკრებულოს თავმჯდომარემ მთავარი არხის ჟურნალისტს.

"მტერი ის არის, ვინც საქართველოს ცუდს გაუკეთებს" - ასე უპასუხა რაზმაძემ ჟურნალისტის კითხვას, თუ ვინ არის საქართველოს მტერი.

ჟურნალისტმა რაზმაძეს ასევე ჰკითხა, ევროკავშირი და აშშ საქართველოს მეგობრები არიან თუ არა.

"ევროკავშირი და აშშ ჩვენი მეგობრები არიან, მაგრამ ჩვენთან ურთიერთობაში ბევრ შეცდომას უშვებენ". - პასუხობს რაზმაძე.

ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე 8 აპრილს დაარეგისტრირა - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კი მას პირველი მოსმენით 15 აპრილს განიხილავს.

კომენტარები