რუსული კანონი

არჩილ ქიქოძე: არ მინდა, ჩემს წიგნებს ეწეროს, რომ აგენტის დაწერილია

პირველ რიგში, ვფიქრობ, რაც ხდება, უმსგავსობაა. იმ ადამიანებს, ვინც პარლამენტში სხედან, არანაირი იდეა ამის უკან არ აქვთ. ეს უბრალოდ მათი კომფორტისთვისაა. მათ მხოლოდ უტიფრობა შერჩათ. თუ ოდესმე რაღაც იდეების მატარებლები იყვნენ, გზაში დაკარგეს [...]

რაზეც აპელირებენ, იმ ქვეყნებს სახელმწიფოები ჰყავთ, რომელთაც არ ენდობიან, მათ მიმართ მტრულად არიან განწყობილები და ეს მათ კანონში წერია, თუ ვის წინააღმდეგაცაა. ეს თავის დროზე რუსებმა ვითომ მათგან გადმოიღეს და შემდეგ თავისი მოსახლეობის პროგრესული ნაწილის წინააღმდეგ გამოიყენეს. აქაც ეგრე მოხდება, ყველა ჯაშუშები გავხდებით. მე სულ არ მინდა, რომ გადასარევი რუსი მწერლის, ულიცკაიასავით ჩემს წიგნებს ეწეროს, რომ აგენტის დაწერილია. ასეთი ამბები არც ჩემი შვილებისთვის მინდა. ამიტომ არის ეს კანონი გასაპროტესტებელი. 

თქვა მწერალმა არჩილ ქიქოძემ ნეტგაზზეთთან საუბარში. დღეს, 8 აპრილს ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირა.

კომენტარები