საქართველოს მთავრობა

კობახიძე: 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება 590 მლნ ლარის საგადასახადო დავალიანება

საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან ფიზიკური პირები, რომლებსაც ერიცხებათ საგადასახადო დავალიანება და ამის გამო ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას, რომ აწარმოონ ეკონომიკური საქმიანობა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩამოვწეროთ შესაბამისი დავალიანებები.

კერძოდ, ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს, სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით.

როგორც კი მივიღებთ ამ კანონპროექტს 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება ჯამში 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება. შესაბამისად, 145 ათას ჩვენს თანამოქალაქეს ექნება საშუალება, რომ აქტიურად ჩაერთოს ჩვენ ეკონომიკურ ცხოვრებაში, რაც ეკონომიკის განვითარებასაც, ბუნებრივია, წაადგება. 

 თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები