ირანი-ისრაელი

ირანიდან მოსალოდნელი თავდასხმის გამო ისრაელის ზოგიერთ ნაწილში GPS-ის სისტემა გამოირთო

businesstoday.in

ირანიდან მომავალი საფრთხის და მუქარის გამო ისრაელის ზოგიერთ ტერიტორიაზე, ცენტრალურ ისრაელში და ძირითად ქალაქებში GPS-ის სისტემა გამოირთო. გადაწყვეტილება ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა უსაფრთხოების გაზრდის მიზნით მიიღო. 

როგორც ცნობილია, GPS-ის სისტემის გათიშვა რაკეტების და დრონების მოქმედებებს შეაფერხებს. ისრაელმა ასევე საჰაერო თავდაცვის დანაყოფებში რეზერვისტები გამოიძახა. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა დანიელ ჰაგარიმ დაადასტურა, რომ ირანიდან მოსალოდნელი თავდასხმის გამო GPS-ის სისტემის გათიშვის გადაწყვეტილება მიიღეს. 

რამდენიმე დღის წინ დამასკოში ირანის საელჩოზე ისრაელმა სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) 13 წევრი, მათ შორის ორი მაღალი რანგის გენერალი ემსხვერპლა. ირანის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ამ თავდასხმისთვის ისრაელს აუცილებლად უპასუხებენ. 

კომენტარები