ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

IDF: ჰუმანიტარული დახმარების მუშაკებზე თავდასხმის შეცდომისთვის 2 ოფიცერი გათავისუფლდა

AFP

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის World Central Kitchen-ის 7 თანამშრომელზე თავდასხმის გამო ორი მაღალი რანგის ოფიცერი და რამდენიმე მეთაური სამსახურიდან გათავისუფლებულია

ისრაელის თავდაცვის ძალების გამოძიებამ დაადგინა, რომ WCK-ს მანქანაზე და თანამშრომლებზე თავდასხმა ამ ოფიცრების და მეთაურების შეცდომა იყო. 

2 აპრილს ღაზაში ისრაელის იერიშს საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის World Central Kitchen-ის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა, მათ შორის, პოლონეთის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, კანადის და ავსტრალიის მოქალაქეები. 

გამოძიებით გაირკვა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიცრებმა მანქანაზე იერიში მიიტანეს იმიტომ, რომ ეგონათ, მანქანით ჰამასის მებრძოლები გადაადგილდებოდნენ. IDF-ის ცნობით, ოფიცრებს ინფორმაცია დადასტურებული არ ჰქონიათ და ვერ დაინახეს, რომ მანქანა ჰუმანიტარულ ორგანიზაციას World Central Kitchen-ს ეკუთვნოდა. 

კომენტარები