ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ნეთანიაჰუს თქმით, IDF-ი რაფადან მოსახლეობას გაიყვანს და ჰამასს გაანადგურებს

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის ჯარი ღაზის სექტორის ქალაქ რაფადან მილიონზე მეტი პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქის გამოყვანას, მათთვის საჭირო დახმარების მიწოდებასა და შემდგომ რაფაზე იერიშის მიტანას გეგმავს. ნეთანიაჰუს თქმით, რაფაზე იერიშის მიზანი ქალაქში დარჩენილი ჰამასის დანაყოფების განადგურებაა.

"ეს [სამხედრო] მოქმედების მხრივ და საერთაშორისო კუთხითაც სწორი გადაწყვეტილებაა". - განაცხადა ნეთანიაჰუმ 31 მარტს. მისი თქმით, რაფადან ხალხის ევაკუაციას და შემდგომ ჰამასის დამარცხებას დრო დასჭირდება, თუმცა ეს მაინც მოხდება.

პრესკონფერენციაზე ისრაელის პრემიერმა განაცხადა, რომ "ჰამასზე წნეხსა და მოლაპარაკებებში მოქნილობას შორის ბალანსის დაჭერაა საჭირო".

ამას გარდა, ნეთანიაჰუ გამოეხმაურა ბრალდებებს, რომ იგი მძევლების გათავისუფლებაში არასაკმარის ძალისხმევას დებს. მისი თქმით, "ვინც ამას ამბობს ცდება და შეცდომაში შეჰყავხართ".

კრიტიკასთან დაკავშირებით ნეთანიაჰუ ამბობს, რომ "უფრო მეტი დათმობები შეთანხმებამდე არ მიგვიყვანს. მოლაპარაკებებში გონივრულად მოქცევაა საჭირო და [ჰამასის] ილუზორულ, საშიშ მოთხოვნებს პასუხი არ უნდა გავცეთ".

კომენტარები