ტურიზმი

Georgian Wings-ი თბილისიდან პრაღის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

2024 წლის 7 მაისიდან - ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი, იწყებს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით.

Georgian Wings-ი ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, პრაღის საერთაშორისო აეროპორტში, კვირაში ორჯერ, ყოველ სამშაბათსა და შაბათს, 148 მგზავრზე გათვლილი ბოინგ 737- ით შეასრულებს.

ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია.

კომენტარები