ახალი რუსული კანონი

მეგრელიშვილი: გვინდა, ერთი ვინმე მაინც ვიცოდეთ, ვინც პროპაგანდით ორიენტაცია შეიცვალა

პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, ქართულ ოცნებას "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის" შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები ოპონენტების დემონიზაციისთვის სჭირდება. მეგრელიშვილის აზრით, დღეს ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდის პრობლემა არ დგას.

"მე არცერთი პოლიტიკური ძალა არ ვიცი, რომლისთვისაც ეს თემა პრიორიტეტული იქნებოდა. ქართულ ოცნებას ეს იმისთვის სჭირდება, რომ მისი მოწინააღმდეგეების დემონიზაცია მოახდინოს, რომ თითქოს, ვიღაც სხვა ამას აკეთებს და ესენი ეწინააღმდეგებიან [...]

გვინდა, ერთი დაზარალებული ადამიანი მაინც ვიცოდეთ, ვინც ამ პროპაგანდის შედეგად სექსუალური ორიენტაცია შეიცვალა, ანუ ქართულად რომ ვთქვათ, გაპ*დარასტდა - უბრალოდ ერთი ადამიანი, გვაინტერესებს. ეგეთი არ ვიცით. ჯერჯერობით, ამ თემასთან დაკავშირებით არავინ ჩივის. არავინ არ ამბობს, რომ მე რაღაც წიგნი წავიკითხე, ან დავინახე, როგორ მოდიოდა მარში და მეც მომინდა, რომ პ*დარასტი ვყოფილიყავიო. ამიტომ გვგონია აბსურდი". - თქვა მეგრელიშვილმა TV პირველის ეთერში.

ქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებებს დააინიცირებს, რომელიც "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვას" შეეხება. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ 25 მარტს ისაუბრა.

აქამდე 29 თებერვალს, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მმართველი გუნდი შეიმუშავებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც "საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს".

წაიკითხეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა განხილვასაც ქართული ოცნება აპირებს – "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა" – ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებას აინიცირებს.

კომენტარები