კრიმინალი

ვაზისუბანში მომხდარის გამო, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე კაცს ბრალდება წარედგინდა

პროკურატურის ცნობით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინდა. თავდასხმა 24 მარტს, ვაზისუბანში მოხდა - 30 წლის ქალი მეზობელმა კაცმა დაჭრა და კიდურები მოატეხა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმეავე დღეს დააკავეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 მარტს, თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში ბრალდებულმა შელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, მეზობლად მცხოვრებ ქალს, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა". - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

კაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით  (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ამჟამად აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

კომენტარები