ახალი რუსული კანონი

მდინარაძე პრაიდზე: თუ პოპულარიზაციას შეეხება და არა უფლებების დაცვას - აიკრძალება

საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე გაცილებით მეტი იმგვარ შეკრებას, რომელიც, ასეთი, არატრადიციული ცხოვრების წესის ადამიანების თავისი სექსუალური შეხედულებების წარმოჩენას ქუჩაში, ეკლესიაში, სკოლებთან, ჩამოვლას და ამის, სექსუალური ორიენტაციის, დემონსტრირებას მარშის სახით მოახდენენ, ფორმასაც გააჩნია, რა თქმა უნდა, უყურებენ, როგორც პროპაგანდას და ჩემი ზრით, სავსებით სამართლიანად, რიგ შემთხვევებში. 

აქედან გამომდინარე, თუ ეს [პრაიდი] შეფასდება, როგორც პროპაგანდა და რაღაც საკითხების დემონსტრირება პოზიტიურად იმგვარად იქნება წარმოჩენილი, რომ ეს არის ძალიან კარგი. მაგალითები გვაქვს, ეს არის ოდნავ უტრირებული, რომ ბედნიერება სხვაგვარად წარმოუდგენელია. როცა ბავშვს ანიმაციაში ეუბნები, რომ კაცს თუ არ მიეფერე, გმირი რა გმირია და ბედნიერებამდე ვერ მივა, [...] თუ ეს მიმართულება არ აქვს მას აღებული ცხოვრების წესისა, ეს ხომ აშკარა პოპულარიზაციაა? ხომ მეთანხმებით ამაში?

შესაბამისად, შეკრებას შეეხება მე-6 პუნქტი, შინაარსის ნაწარმოების გავრცელებას შეეხება მე-7 პუნქტი და საჯარო ან კერძო სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის დროს იმგვარი ნაწარმოებების შეტანას გულისხმობს, რაც პოპულარიზაციას შეეხება და არა უფლებების დაცვის კონტექსტს და ნიშნებს, ამ შემთხვევაში აიკრძალება, მაგრამ, როგორც კი უფლებებს შეეხება, ამის აკრძალვაზე არც უნდა ვიფიქროთ, არამედ უნდა ვიმუშაოთ, რომ აქ ბალანსი არასოდეს დაირღვეს. 

გავმიჯნოთ უფლებების კონტექსტი პოპურარიზაციისგან ეს იქნება ამ კანონმდებლობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, მათ შორის, ჩვენი მომავალი თაობების ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცვასთან ერთად. 

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე. 

ქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებებს დააინიცირებს, რომელიც "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვას" შეეხება - ამის შესახებ მდინარაძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

კომენტარები