ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელი თანახმაა 40 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ 800 პალესტინელი პატიმარი გამოუშვას

Miriam Alster/Flash90

ისრაელის წარმომადგენლების ცნობით, ისრაელი მზადაა 40 ისრაელელი მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ 800 პალესტინელი პატიმარი ციხიდან გამოუშვას. ჰამასისა და ისრაელის წარმომადგენლებს შორის მძევლების გათავისუფლებაზე და დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებები ისევ მიმდინარეობს.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები კატარში მიმდინარეობს და ამ პროცესში ამერიკული მხარეც აქტიურადაა ჩართული. აქამდე ისრაელი 1000-მდე პატიმრის ციხიდან გამოშვების სანაცვლოდ ყველა ისრაელელი ტყვის გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა ისრაელი მეტ დათმობაზე წავიდა. როგორც ცნობილია, კომპრომისული შეთანხმების ინიციატორი აშშ იყო და შეთავაზება მოიცავს ღაზის სექტორში ჰამასის პატიმრობიდან 40 ისრაელელი ტყვე ქალის, ბავშვის, მოხუცის და ავადმყოფის გათავისუფლებას. შეთანხმება ასევე გულისხმობს 6 კვირის მანძილზე მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტას. 

800 პალესტინელი პატიმრიდან, რომლის გათავისუფლებაზეც ისრაელი თანახმაა, 100 მკვლელობაშია ბრალდებული. ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა ამ შეთავაზებას ჰამასი, რადგან ჰამასის ლიდერი ალ-სინვარი ღაზაში, მიწისქვეშა გვირაბების ქსელში იმალება და მასთან კონტაქტი ძნელად ხორციელდება. 

კომენტარები