ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელი ჰამასის შეთავაზებაზე უარის მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებებს დაესწრება

REUTERS/Ahmed Zakot

ისრაელი ჰამასის შეთავაზებაზე უარის მიუხედავად, ცეცხლის შეწყვეტაზე და მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებებს დაესწრება. ისრაელის წარმომადგენლებმა 15 მარტს დაადასტურეს, რომ მათი დელეგაცია კატარში გაემგზავრება

15 მარტს ჰამასმა ისრაელს და მედიატორ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების ახალი პირობები შესთავაზა. შეთავაზებული პროექტი ისრაელის მხარემ მალევე უარყო, თუმცა კატარში მოლაპარაკებების გაგრძელებას დათანხმდნენ. ასევე, რამდენიმე საათის წინ ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ რაფაში ისრაელის თავდაცვის ძალების სახმელეთო ოპერაციის გეგმა დაამტკიცა. 

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მედიატორი მხარეები აქტიურად ცდილობდნენ 6-კვირიან ზავზე შეთანხმებას რამადანის წმინდა თვის განმავლობაში, თუმცა მხარეები პირობებზე ვერ შეჯერდნენ. როგორც ცნობილია, ისრაელი ყველა მძევალის გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა ჰამასი ვერ აწვდიდა ინფორმაციას, თუ ვინ იყო ცოცხალი და გარდაცვლილი ისრაელელი მძევლებიდან. ჰამასი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ პალესტინელი პატიმრების ციხეებიდან გამოშვებას ითხოვს. 

კომენტარები