ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

The Times of Israel: კატარმა ბლინკენს ჰამასის ლიდერების გაძევება ოქტომბერში შესთავაზა

Qatar government handout

The Times of Israel-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, კატარის ემირმა თამიმ ბინ ჰამად ალ თანიმ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანს ენტონი ბლინკენს ჰამასის ლიდერების ქვეყნიდან გაძევება 13 ოქტომბერს შესთავაზა. როგორც ცნობილია, ბლინკენმა ალ თანისთან შეხვედრისას თქვა, რომ ჰამასმა მძევლები დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს, თუმცა ომის შემდეგ ჰამასთან თანამშრომლობა არ უნდა გაგრძელდეს. 

ჰამასის ისრაელზე თავდასხმიდან 5 დღეში კატარის ემირმა და ენტონი ბლინკენმა დახურულ კარს მიღმა 7 ოქტომბრის თავდასხმაზე და ისრაელის შესაძლო პასუხზე ისაუბრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ენტონი ბლინკენმა ემირის კითხვას, მოითხოვდა თუ არა აშშ ჰამასის ლიდერების გაძევებას პირდაპირ არ უპასუხა. ბლინკენის თქმით, კატარს ჰამასთან არსებული კავშირების გამოყენება მხარეებს შორის მედიაციაში და მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკების პროცესში შეეძლო.

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Times of Israel-ი ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ჰამასის რამდენიმე ლიდერი ამ დრომდე კატარის ტერიტორიაზე იმყოფება. 

კომენტარები