პაპი ფრანცისკე

პაპი უკრაინის ომზე: ყველაზე ძლიერია ის, ვისაც თეთრი დროშისთვის გამბედაობა ექნება

REUTERS/Yara Nardi

პაპმა ფრანცისკე I-მა ბოლოდროინდელ ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინის ომში ძლიერი იქნება ის, ვისაც თეთრი დროშის აწევის გამბედაობა ეყოფა.

პაპს ჟურნალისტმა უკრაინის მხრიდან თეთრი დროშის აწევის შესაძლებლობის შესახებ დაუსვა კითხვა, რასაც კათოლიკე ეკლესიის წინამძღოლმა ასე უპასუხა:

"ეს ერთ-ერთი ინტერპრეტაციაა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძლიერი ის არის, ვინც ამ სიტუაციაში იფიქრებს საკუთარ ხალხზე და თეთრი დროშის გამბედაობა ეყოფა. სიტყვა "მოლაპარაკება" უმამაცესი სიტყვაა. როდესაც ხედავ რომ მარცხდები და კარგად არ მიდის ყველაფერი, უნდა გქონდეს მოლაპარაკების სიმამაცე". – თქვა პაპმა.

პაპის პასუხი მალევე გავრცელდა რუსულ და უკრაინულ მედიაში. მოგვიანებით ფრანცისკეს ნათქვამზე კომენტარი გააკეთა ვატიკანის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მატეო ბრუნიმ:

"პაპს არ უგულისხმია, რომ უკრაინამ კაპიტულაცია უნდა გამოაცხადოს. მან მოლაპარაკებებისკენ მიუთითა ორივე მხარეს, რაც კაპიტულაციას არასდროს ნიშნავს".

კომენტარები