ქართული ოცნება

მდინარაძე: სულ რომ საბჭოთა ეძახონ, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს ბოლომდე მივიყვანთ

წლისთავი იყო ამ "ფეიკ“ კამპანიის, შარშანდლიდან მოყოლებულის, გუშინ და ეს იყო საუკუნის აფიორა, რომ ამერიკული კანონი და მისი პირდაპირი თარგმანი შეასაღეს საზოგადოებას და ახალგაზრდების ნაწილს, სამწუხაროდ, როგორც რუსული კანონი.

ახლა ამ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონს რუსული კი არა, სულ რომ საბჭოთა ეძახონ, ჩვენ ამას ბოლომდე მივიყვანთ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის თანამედროვეობის უდიდესი გამოწვევა, ეს არ არის ჰაერიდან მოტანილი თემა, ჰაერიდან მოტანილ თემაზე არ ლაპარაკობს რომის პაპი, არ ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებიც ეროვნული იდენტობისა და მსგავსი საკითხების შენარჩუნებაზე ზრუნავენ თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში, როდესაც ოფიციალურ სტრუქტურებშიც კი შეაღწია თემამ, რომ უნდა აიკრძალოს საუბარი დედაზე და მამაზე და მხოლოდ მშობელი უნდა ვახსენოთ.

ამას ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ და ჩვენს მეგობრებს, თუკი მათთანაც არის ეს სერიოზული პრობლემები, უნდა ვუთხრათ, რომ ეს არ არის სწორი მიდგომა, ეს არის მიუღებელი ქართული საზოგადოებისთვის, ისევე, როგორც მიუღებელია არატრადიციული ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ქორწინების დაშვება.

ამიტომ, ჩვენ 2017 წელს წინასწარვე გავიმყარეთ ეს პოზიციები და საქართველოს კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ ქორწინება ეს არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის კავშირი და ეს საკითხი არ გადაიხედება. გამომდინარე აქედან, უკვე გაიშიფრა, რომ პრაიდის წარმომადგენლები თურმე უკვე იქით აძლევენ რეკომენდაციებს თავის პატრონებს იმასთან დაკავშირებით, როდის უნდა გააპროტესტონ კანონი, როდის რუსული უნდა დაარქვან და ა.შ.

ეს სქემა ბოლომდე გაშიფრულია და ალბათ, ქართული საზოგადოება თავის დასკვნებს გამოიტანს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა შარშან, როდესაც, ასევე, სპეკულაციურად ამერიკულ კანონს რუსული დაერქვა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე მმართველი პარტიის დაანონსებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც "საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს".

კომენტარები