ადამ სენდლერი

ადამ სენდლერი 2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიან მსახიობად დასახელდა

ადამ სენდლერი
Entertainment Weekly

მსახიობი და კომიკოსი ადამ სენდლერი 2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობი გახდა. ინფორმაციას გამოცემა Forbes ავრცელებს.

სენდლერმა სტრიმინგის სერვის Netflix-თან გაფორმებული ხელშეკრულებით 2023 წელს 73 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მეორე ადგილზე 59 მილიონი დოლარით მარგო რობია, რომელსაც თანხა ბლოკბასტერმა ბარბიმ მოუტანა. გარდა ამისა, რობი ათეულის ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელია.

Forbes-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობების ათეული ასე გამოიყურება:

  1. ადამ სენდლერი – $73 000 000
  2. მარგო რობი – $59 000 000
  3. ტომ კრუზი – $45 000 000
  4. რაიან გოსლინგი – $43 000 000
  5. მეტ დეიმონი – $43 000 000
  6. ჯენიფერ ენისტონი – $42 000 000
  7. ლეონარდო დიკაპრიო – $41 000 000
  8. ჯეისონ სტეტჰემი – $41 000 000
  9. ბენ აფლეკი – $38 000 000
  10. დენზელ ვაშინგტონი – $24 000 000

კომენტარები