დიდი ბრიტანეთი-გერმანია

გერმანელი სამხედროების გაჟონილ ჩანაწერზე ბერბოკთან სასაუბროდ კამერონი ბერლინში ჩადის

Bernd von Jutrczenka/dpa/picture alliance

7 მარტს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი ბერლინში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან შესახვედრად ჩავა. მათი შეხვედრის მთავარი საკითხი რუსეთის მიერ გერმანელი ოფიცრების უკანონო მოსმენის საქმე იქნება, რა დროსაც მათ შემთხვევით დიდი ბრიტანეთის სამხედრო საიდუმლო ინფორმაცია გათქვეს. 

ინფორმაციის გაჟონვის ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსეთის სამთავრობო მედიამ გაავრცელა. რუსულ მედიაში ასევე გავრცელდა 38 წუთიანი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ორ გერმანელ მაღალი რანგის ოფიცერს შორის. ამ ჩანაწერში გერმანელი ოფიცრები დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის შესაძლო სამხედრო დახმარების მიწოდებაზე საუბრობდნენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, სხვა ძირითად საკითხებს შორის, რასაც დიდი ბრიტანეთის და გერმანიის უმაღლესი დიპლომატები შეეხებიან უკრაინის ომი და ჰამას-ისრაელის ომიც იქნება. დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ  "სტრატეგიული დიალოგის" ფორმატი ჩამოაყალიბეს, რომლის ძირითადი თემა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებაა. 

კომენტარები