სტიქია პაკისტანში

პაკისტანში დიდთოვლობისა და ძლიერი წვიმების შედეგად, სულ მცირე, 35 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში დიდთოვლობისა და ძლიერი წვიმებისა შედეგად, სულ მცირე, 35 ადამიანი დაიღუპა. სტიქიის მსხვერპლთა შორის 22 ბავშვია.

ადგილობრივი ბუნებრივი კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, დაღუპულთა დიდი ნაწილი მეწყერს ემსხვერპლა, რომელმაც საცხოვრებელი სახლები ჩამარხა.

სტიქიამ ყველაზე მეტად ქვეყნის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილში მდებარე რეგიონები დააზარალა. დაზიანებულია ასობით საცხოვრებელი სახლი, ჩახერგილია გზებიც.

მარტში თოვლი პაკისტანში საკმაოდ უჩვეულო მოვლენაა. ქვეყნის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, მუშტაქ ალი შაჰი უჩვეულო მეტეოროლოგიურ პირობებს კლიმატურ ცვლილებებს უკავშირებს.

კომენტარები