ნაციონალურ მოძრაობას ასეთი ლოგიკა აქვს, მისვლა-მისვლა ხომ არ გვექნება, მისვლა-მოსვლა გვქონდეს ერთმანეთში და მიდიან და მოდიან ასე პარტიებში, არიან მისვლა-მოსვლაში... თეორიაში როგორც წარმოგიდგენიათ რომ ხაზარაძე, მელია, გვარამია ნაცმოძრაობას გაემიჯნონ - ორგანული ნაწილები არიან [...]
როცა ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ნაცმოძრაობას მხოლოდ 20%-მდე პოტენციალი დარჩათ ხმების ათვისების, ცდილობენ, რომ დანარჩენ 20%-ზე ამ ტყუილით იმუშაონ. არ გამოუვა არც ხაზარაძეს, არც მელიას, არც გახარიას, არც გვარამიას და არც სხვა დანამატებს ნაცებისგან გამიჯვნა - ასეთ ტყუილს საზოგადოებას ვერ შეასაღებენ [...]
წარმოიდგინეთ ბრძოლა ველზე - წინა მხარეს პიონერებად ნაცმოძრაობის წარმომადგენლები არიან, გვერდებიდან, ფლანგებზე მოჰყვებიან მელია, ხაზარაძე, გახარია - ვითომ ჩვენ მხარეს იბრძვის და მოღალატეების გუნდი აქეთაა შემოშვებული, ფლანგებზე ემატებიან კიდევ ხაზარაძეები და ასე შემდეგ. ამით უნდათ მოიგონ ბრძოლა და ათი რეიტინგი 20%-ის არეალშია და ძალიან ცდილობენ მეორე 20%-ზე რაღაც წარმატება მოიპოვონ. ამ ბრძოლაში ვერ გვაჯობებენ - გამორიცხული ამბავია.