კრიმინალი

ხელვაჩაურში ძმის მკვლელობაში ბრალდებულ პირს 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ძმის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 2 ივნისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კიბეში მდებარე  საცხოვრებელი სახლის ეზოში, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,  თოფიდან გასროლით მოკლა ძმა". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სამართალდამცავებმა იმავე დღეს დააკავეს ბრალდებული, რომელსაც ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები