ლაზარე გრიგორიადისის საქმე

გრიგორიადისის ბაბუა "ლაზარეს 12 მსაჯულზე": აქ მეტი დეტალი გამოჩნდა, ვიდრე სასამართლოში

ძალიან კმაყოფილი ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ლაზარეს ამ ფილმში ამართლებენ.

იმას რაც შეეხება, როგორ მიდის პროცესი ნაფიცმსაჯულებთან მიმართებით, მაგაზეც დადებითი დამოკიდებულება მაქვს, იმიტომ, რომ სასამართლო პროცესზე რაც მიდიოდა საქმე, აქ უფრო მეტი დეტალი გამოჩნდა, რომელზეც იქ ყურადღება არ გაუმახვილებიათ.

რაც შეეხება იმას, რომ სასამართლო გადაიდო, ნუ ეგ რაღაც მაწუხებდა და რაღაცას ვფიქრობდი, რომ მანევრს ჩაატარებდნენ, და, რა თქმა უნდა, ჩაატარეს.

როდემდე უნდა გაწელონ ბოლოსდაბოლოს, უსასრულოდ ხომ არ გაწელავენ ამ საქმეს, ალბათ ჩაინიშნება მალე და დასრულდება.

ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა გია კალანდაძე კლუბში KHIDI ფილმის "ლაზარეს 12 მსაჯული" პრემიერაზე

დღეს, 19:00 საათზე, კლუბში KHIDI ლაზარე გრიგორიადისის საქმის რეალურ მასალებზე დაყრდნობით შექმნილი სასამართლო დრამის "ლაზარეს 12 მსაჯულის" პრემიერა გაიმართა, სადაც საქმეს სანქცირებული სასამართლო კლანის ნაცვლად ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.

ფილმის პრემიერის დასრულების შემდეგ, 22:00 საათზე ლაზარეს მხარდამჭერი კონცერტი დაიწყო.

კომენტარები