სირია

მედია: დამასკოში ისრაელის სარაკეტო იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა

Louai Beshara/AFP

სირიული მედიის მიხედვით, ისრაელის თავდაცვის ძალების სარეკეტო თავდასხმას დამასკოში ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, იერიში ისრაელის თავდაცვის ძალებმა კორპუსზე მიიტანეს. 

სირიის სამხედრო წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტები გოლანის მაღლობებიდან იყო გაშვებული. როგორც გავრცელებული ფოტოებიდან და ვიდეოებიდან ჩანს, სარაკეტო თავდასხმამ საცხოვრებელი კორპუსის დაზიანებაც გამოიწვია. სხვა ინფორმაცია იერიშის შესახებ არც ერთ მხარეს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. 

ისრაელის მხარემ დაადასტურა, რომ მიიტანეს იერიშები ირანიდან მართული ტერორისტული ორგანიზაციების ბაზებზე. 

კომენტარები