მკვლელობა თბილისში

24 წლის კაცის მკვლელობის ფაქტზე ერთ-ერთ დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისში 24 წლის კაცის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ერთ-ერთ ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა - ამის შესახებ ინფორმაცია ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, საქმის პროკურორი ვარაუდობს, რომ დაკავებულთა რაოდენობა გაიზრდება.

19 თებერვალს, 24 წლის კაცის მკვლელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთ ბრალდებულს მეგობართან შელაპარაკება მოუვიდა, მოგვიანებით, მას ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მეგობრებთან ერთად ავტომობილით მიაკითხა, ანგარიშსწორების მიზნით, იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და თანმხლებ პირებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

"ჯ.ს.-ს ბრალად ედება ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. ხოლო გ.ზ. ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის არის დაკავებული". - ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები