BAFTA

2024 წლის BAFTA-ს გამარჯვებულები ცნობილია – საუკეთესო ფილმად ოპენჰაიმერი დასახელდა

Bafta

2024 წლის ბრიტანეთის კინოაკადემიის (BAFTA) გამარჯვებულები ცნობილია. ნომინანტებიდან ყველაზე მეტი ჯილდო კრისტოფერ ნოლანის ოპენჰაიმერმა და იორგოს ლანთიმოსის Poor Things-მა მიიღო. 

საუკეთესო ფილმად სწორედ ოპენჰაიმერი დასახელდა, საუკეთესო მსახიობ კაცად კი ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი კილიან მერფი. ასევე, კრისტოფენ ნოლანი საუკეთესო რეჟისორად დასახელდა.

ნომინაციაში "საუკეთესო მსახიობი ქალი" ემა სტოუნმა გაიმარჯვა Poor Things-ში შესრულებული როლით.

ბრიტანეთის კინოაკადემიის გამარჯვებულების სრული სია ასე გამოიყურება:

საუკეთესო ფილმი

Oppenheimer

საუკეთესო ბრიტანული ფილმი

The Zone of Interest

საუკეთესო ბრიტანული დებიუტი

Earth Mama

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი

The Zone of Interest

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი

20 Days In Mariupol

საუკეთესო ანიმაცია

The Boy And The Heron

საუკეთესო რეჟისორი

კრისტოფერ ნოლანი, Oppenheimer

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი

American Fiction

საუკეთესო ორიგინალური სცენარი

Anatomy of a Fall

საუკეთესო მსახიობი კაცი

კილიან მერფი, Oppenheimer

საუკეთესო მსახიობი ქალი

ემა სტოუნი, Poor Things

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი კაცი

რობერტ დაუნი ჯუნიორი, Oppenheimer

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი

დავინ ჯოი რენდოლფი, The Holdovers

საუკეთესო მუსიკა

Oppenheimer

საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი

Poor Things

საუკეთესო მხატვრობა

Poor Things

საუკეთესო ვიზუალური ეფექტები

Poor Things

საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა

Poor Things

საუკეთესო მონტაჟი

Oppenheimer

საუკეთესო ოპერატორი

Oppenheimer

საუკეთესო კასტინგი

The Holdovers

საუკეთესო ხმა

The Zone of Interest

საუკეთესო ბრიტანული მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია

Crab Day

საუკეთესო ბრიტანული მოკლემეტრაჟიანი ფილმი

Jellyfish and Lobster

ამომავალი ვარსკვლავი

მია მაკკენა-ბრიუსი

კომენტარები