ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ჩრდილოეთზე იერიშის შემდეგ, ისრაელმა ლიბანის ტერიტორიაზე საპასუხო დარტყმები მიიტანა

ისრაელის იერიშის შედეგი ლიბანში
X

მას შემდეგ, რაც ლიბანიდან ისრაელზე, სავარაუდოდ, ჰეზბოლას თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე საჰაერო იერიშები მიიტანა

IDF-მა თავდაპირველად გაავრცელა განცხადება, რომ მათ ავიაგამანადგურებლებს ლიბანის ტერიტორიაზე "ფართომასშტაბური" იერიშები მიჰქონდათ და დანარჩენ დეტალებს მოგვიანებით დაწერდნენ. 

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ჩანს დარტყმების შედეგი. 

ლიბანის ტერიტორიიდან მიტანილი სარაკეტო თავდასხმის სამიზნე ქალაქი საფედი და აქ მდებარე სამხედრო ბაზა იყო. მედიების ცნობით, დაიღუპა ერთი ადამიანი და დაიჭრა რვა. ზოგიერი მედია წერდა, რომ დაღუპულია სამხედრო. რაკეტები დაეცა ჩრდილოეთის სარდლობის შტაბბინასა და ქალაქის ინდუსტრიულ სექტორს. თავდასხმაზე იერიში ჯერჯერობით არავის აუღია.

გასულ დღეს ჰეზბოლას ლიდერი, ჰასან ნასრალა ამბობდა, რომ ისრაელზე დარყმებს გააგრძელებენ მანამ, სანამ ისრაელი ღაზის სექტორში "საკუთარ აგრესიას" არ დაასრულებს.

კომენტარები