ჯონ მალკოვიჩი

თეატრალური ფესტივალის ფარგლებში თბილისს მსახიობი ჯონ მალკოვიჩი ეწვევა

ჯონ მალკოვიჩი
Onassis Foundation

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში საქართველოში ამერიკელი მსახიობი ჯონ მალკოვიჩი ჩამოვა.

მსახიობი გრიბოედოვის თეატრის სცენაზე 22 და 23 მარტს სპექტაკლ ბამბის მინდვრების სიმარტოვეში ითამაშებს, მისი სასცენო პარტნიორი იქნება ცნობილი ლიტველი მსახიობი ინგებორგა დაპკუნაიტე. 

სპექტაკლის დადგმა თბილისში 2023 წლის ოქტომბერში იგეგმებოდა, მაგრამ მალკოვიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.

მალკოვიჩი თბილისს მეორედ სტუმრობს. პირველად ცნობილი მსახიობი 2011 წელს, ასევე თეატრალური ფესტივალის ფარგლებში იყო ჩამოსული.

კომენტარები