ჩარლზ დარვინი

ჩარლზ დარვინის ბიბლიოთეკიდან ბაქტერიის პირველი ფოტო გასაჯაროვდა

SWNS/SWNS

ჩარლზ დარვინის პირადი ბიბლიოთეკა ონლაინ ხელმისაწვდომი გახდა და სხვა მასალებთან ერთად ბაქტერიის პირველი ფოტოსურათი გასაჯაროვდა. მეცნიერების თქმით, დარვინის ბიბლიოთეკა უდიდესი სამეცნიერო ღირებულებისაა. კოლექციის უდიდესი ნაწილი აქამდე უცნობი და გამოუქვეყნებელი იყო. 

კოლექციასთან ერთად ასევე გამოქვეყნდა 300-გვერდიანი კატალოგი, სადაც დეტალურადაა აღწერილი კოლექციის შემადგენელი ნაწილები. დარვინის გამოქვეყნებული კოლექცია შეიცავს ნაშრომებს ბიოლოგიიდან, გეოლოგიიდან, ფილოსოფიიდან, ფსიქოლოგიიდან, რელიგიიდან, ისტორიიდან და ხელოვნებიდან. 

ნაშრომების დიდი ნაწილი ინგლისურადაა დაწერილი, თუმცა აქ ასევე შევხვდებით ტექსტებს ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ, ესპანურ და ჰოლანდიურ ენებზე. კოლექციის გამოქვეყნება ჩარლზ დარვინის დაბადებიდან 250 წლისთავს ეძღვნება.

კომენტარები