თბილისის მერია

თბილისის მერია წელს დამატებით 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შეძენას აპირებს

თბილისის მერია წელს დამატებით 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შეძენას აპირებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

"მინდა, ინფორმაციის სახით გითხრათ, რომ დამატებით 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად პროცედურებს ვიწყებთ. ჩვენ თავიდან 200 ერთეულის ყიდვა დავაანონსეთ, თუმცა, იმის გამო, რომ საკმარისი თანხა არ გვქონდა, მხოლოდ 160 ავტობუსი შევისყიდეთ. გვინდა, რომ დამატებით 40 ერთეული წელს შევიძინოთ". - თქვა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

ამ დროისთვის, შეძენილი 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის ნაწილი უკვე თბილისშია. ჯერჯერობით, მგზავრებს 9 ერთეული ავტობუსი N302-ზე ემსახურება, რომელიც დიდი დიღმიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე გადაადგილდება.

თბილისის მერიის ცნობით, სრულად ავტობუსების შემოყვანის პროცესი 2024 წლის ბოლოს დასრულდება. 18-მეტრიანი ავტობუსები ოთხ მარშრუტზე მოძრავ 12-მეტრიანებს, კერძოდ N301, N302, N308 და N314 ავტობუსებს ჩაანაცვლებს

კომენტარები