Samsung

სასამართლომ Samsung-ის თავჯდომარე თაღლითობასა და აქციებით მანიპულირებაში უდანაშაულოდ ცნო

Samsung Electronics-ის თავჯდომარე, ი ჯე იონგი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო თაღლითობასა და აქციებით მანიპულირებაში. მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიის თავჯდომარის წინააღმდეგ აღნიშნული საქმე 2015 წელს დაიწყო. 

გასული წლის ნოემბერში საქმის პროკურორმა ი ჯე იონგისთვის 5-წლით პატიმრობა მოითხოვა და ამტკიცებდა, რომ Samsung-ის თავჯდომარე აქციებით მანიპულირებას კომპანიის მეწილეების სასარგებლოდ ახდენდა.

პროკურორებს შეუძლიათ, მოსამართლეების გადაწყვეტილება სასამართლოს ზედა პალატაში გაასაჩივრონ. 

თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ი ჯე იონგს არ მოუწევს ციხეში დაბრუნება, სადაც მან კორუფციის ბრალდებით 6 წელი გაატარა.

2017 წელს პროკურატურამ დაადგინა, რომ სამსუნგის ხელმძღვანელმა 43 მილიარდი კორეული ვონი ($38 მილიონი დოლარი) გადასცა არაკომერციულ ფონდს, რომელიც კორეის ყოფილ პრეზიდენტთან პაკ კინ ჰესთან იყო დაკავშირებული.

საქმე კორეის პრეზიდენტის პაკ კინ ჰეს მმართველობის პერიოდს ეხება. კორეის პარლამენტმა ჰეს იმპიჩმენტი 2016 წლის დეკემბერში კორუფციული სკანდალის გამო გამოუცხადა, სამსუნგის ქრთამი სწორედ ამ კორუფციული სქემის ნაწილი იყო. 

კომენტარები