კალმარის თამაში

SQUID GAME-ის მეორე სეზონის პირველი ტიზერი გამოვიდა – [VIDEO]

სტრიმინგის სერვისმა Netflix სერიალ Squid Game-ის მეორე სეზონის პირველი ოფიციალური ტიზერი გამოაქვეყნა.

პოპულარული სერიალის მეორე სეზონი Netflix-ზე 2024 წელს გამოვა. პრემიერის ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

Squid Game 2021 წლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სენსაციური სერიალია, რომელიც მოკლე დროში Netflix-ის ყველაზე ნახვადი შოუ გახდა. სიუჟეტის მიხედვით ადამიანები დიდი ფულის სანაცვლოდ სასიკვდილო თამაშებში იღებენ მონაწილეობას, რომელსაც იდუმალებით მოცული ორგანიზატორები კუნძულზე ატარებენ. 

კომენტარები