სამთავრობო ცვლილებები

სანამ თქვენ იარსებებთ, მეც ვიარსებებ – წულუკიანი მთავარ არხს პოსტის დატოვებაზე პასუხობს

კადრი ვიდეოდან / POSTV

მთავარი არხის ინფორმაციით, პარასკევს კულტურის მინისტრი თანამშრომლებს დაემშვიდობა და უთხრა, რომ საარჩევნო წელია და უფრო აქტიური უნდა იყოს კამპანიის პროცესში.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, დაემშვიდობა თუ არა თანამშრომლებს, თეა წულუკიანმა უპასუხა: 

"არა, სანამ თქვენ იარსებებთ, მეც ვიარსებებ". 

დღეს მედიაში ვრცელდება ინფორმაცია მინისტრთა კაბინეტში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით.

სამთავრობო მედიის ცნობით, ირაკლი კობახიძეს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე წარადგენენ, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.

ასევე, ირაკლი კობახიძე იქნება პარტიის პოლიტიკური მდივანი.

ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით, 24 იანვარს ჩატარებულ ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ 1-ელ თებერვალს პარტიის ყრილობა გაიმართება.

კომენტარები