პაკისტანი-ირანი

პაკისტანი: ირანთან კონფლიქტის ესკალაცია არავის სურს

REUTERS/Akhtar Soomro

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯალილ აბას ჯილანიმ ბოლო დღეებში ირანთან დაძაბული ურთიერთობის შესახებ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ირანთან ამ ინციდენტების მიუხედავად, ნდობის აღდგენაა საჭირო და პაკისტანს ირანთან კონფლიქტის ესკალაციის არანაირი სურვილი არ აქვს

16 და 18 იანვარს განხორციელებული საჰაერო თავდასხმები ბოლო წლებში ირანისა და პაკისტანის ურთიერთობაში ყველაზე სერიოზული სასაზღვრო დაძაბულობა იყო. ამის მიუხედავად, ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოთქვეს მზაობა, რომ დაძაბულობა შემცირდეს. 19 იანვარს პაკისტანის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. 

16 იანვარს ირანმა პაკისტანის ტერიტორიაზე ბელუჯების პოზიციებზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის გამოც პაკისტანმა თავისი საჰაერო და სახმელეთო სივრცის დარღვევისთვის ოფიციალური განმარტება მოითხოვა. 18 იანვარს პაკისტანის სამხედრო ძალები ირანის ტერიტორიაზე საზღვართან მდებარე სისტან-ბელუჯისტანის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში რაკეტები ჩამოაგდო. პაკისტანის მტკიცებით ამ სოფელში ბელუჯების გათავისუფლების ფრონტის ტერორისტები იმალებოდნენ და ისინი კვლავ პატივს სცემენ ირანის ისლამური რესპუბლიკის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ირანმა და პაკისტანმა ორი დღის მანძილზე ერთმანეთის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს, რომელთა პირდაპირი სამიზნეები ბელუჯების სტრატეგიული პოზიციები იყო, თუმცა იერიშების ფონზე ირანსა და პაკისტანს შორის ურთიერთობა დაიძაბა. 

კომენტარები