უბედური შემთხვევა ბაკურიანში

ბაკურიანში, სათხილამურო ტრასაზე უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა

ბაკურიანში, სათხილამურო ტრასაზე უბედურ შემთხვევას 40 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.

ტაბულას ინფორმაციით, კაცი სათხილამურო ტრასაზე ბავშვს დაეჯახა. მოზარდი კლინიკაშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები