არჩევნები 2024

ბუაძე: ღარიბაშვილი პანიკაში მყოფი აღზევებული ბრიყვია, რომელსაც ჩამოლაბორანტება ელოდება

ღარიბაშვილი არის ახლა პანიკაში მყოფი აღზევებული ბრიყვი, რომელსაც აუცილებლად ელოდება ჩამოქვეითება და ჩამოლაბორანტება. ის ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლების მსგავსად, თავს ესხმის ლელოს, ვინაიდან კარგად ხედავს ლელოს მზარდ პოტენციალს, კარგად ხედავს იმას, რომ ლელო არის სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მნიშვნელოვან მონაწილეობას მიიღებს აი, ამ ხელისუფლების ცვლილებაში.

ასე გამოეხმაურა პარტია ლელოს წევრი საბა ბუაძე საქართველოს პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამს. ღარიბაშვილის თქმით, "ქვეყანაში არავითარი მესამე ძალა არ არსებობს. არსებობს [...] მაგალითად, მამუკა ხაზარაძის გაერთიანება ან სხვების, სხვა ლუზერების, რომლებიც ცდილობენ, რომ გაერთიანდნენ და ამით გადალახონ 5%-იანი ბარიერი.".

კომენტარები