კორეის ნახევარკუნძული

"არ ვაპირებთ ომის არიდებას" – კიმს კონსტიტუციაში მთავარ მტრად სამხრეთ კორეის ჩაწერა სურს

კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა უზენაეს სახალხო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას მოითხოვა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა და "მთავარ მტრად" სამხრეთ კორეის ჩაწერა. 

კიმმა აღნიშნა, რომ სამხრეთთან აღარ არის შესაძლებელი და იუნ სოკ იოლის ხელისუფლება ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის ცვლილებისა და ქვეყნის იძულებით მიერთების სურვილში დაადანაშაულა. 

მისი თქმით, კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს და ახალგაზრდებმა უნდა ისწავლონ, რომ სამხრეთ კორეა "მთავარი მეტოქე და მუდმივი მტერია". 

"ჩვენ არ გვსურს ომი, მაგრამ არანაირი ინტერესი არ გვაქვს მისი თავიდან არიდების". – თქვა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა. 

თავის სიტყვაში კიმმა ასევე თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეა უნდა მოემზადოს ომის შემთხვევაში სამხრე თკორეის "სრული ოკუპაციის, დაპყრობისა და დაბრუნებისთვის". 

2023 წლის დეკემბრის ბოლოს, კიმ ჩენ ინმა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ომისთვის მზადების დაჩქარება დაავალა.  ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის მიხედვით, ამის მიზეზი აშშ-ის მიერ უპრენცენდენტო კონფრონტაციისთვის წინააღმდეგობის გაწევაა. 

კიმმა ქვეყნის მმართველი პარტიის შეხვედრაზე აღნიშნა, რომ 2024 წელს გაფართოვდება სტრატეგიული თანამშრომლობა "ანტი-იმპერიულ დამოუკიდებელ" სახელმწიფოებთან. 

მიმდინარე წლის 14 იანვარს კი ჩრდილოეთ კორეამ 14 იანვარს საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა ზღვისკენ გაისროლა. ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედიამ KCNA განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ მყარი საწვავის ჰიპერბგერითი რაკეტა გამოცადა.

 

 

კომენტარები