არჩევნები 2024

დოლიძე: ვგეგმავთ დამოუკიდებელ თამაშს – დიალოგი გვაქვს გვარამიასთან და დეკანოიძესთან

ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ უფრო კონკრეტულ ადამიანებთან, კონკრეტულ პირებთან, ვიდრე უკვე არსებულ პოლიტიკურ ძალებთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაპირებთ პოლიტიკურ პარტნიორობას ბევრ პოლიტიკურ ძალასთან [...] თუმცა, ამ ეტაპზე გვაქვს გახსნილი დიალოგი ნიკა გვარამიასთან, ხატია დეკანოიძესთან [...]

თავიდანვე ვთქვით, რომ შერწყმას პოლიტიკურ ძალებთან ჩვენ არ ვგეგმავთ. ვგეგმავთ დამოუკიდებელ, ასე ვთქვათ, თამაშს, დამოუკიდებელი ხაზის წარმოებას, ასე რომ, სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან ნამდვილად არ მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

თქვა ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრმა, ბაჩო დოლიძემ ტვ პირველის ეთერში, დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში ჩართვისას.

კომენტარები