რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ორბანი: უკრაინისადმი დახმარებამ ევროკავშირის ბიუჯეტი არ უნდა დააზიანოს

OMAR MARQUES/GETTY IMAGES

უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა დღეს, 16 იანვარს, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინისთვის რუსეთთან საბრძოლველად გამოყოფილმა დახმარებამ ევროკავშირის ბიუჯეტი არ უნდა დააზიანოს.

"თუკი უკრაინის დახმარება გვსურს - რისი გაკეთებაც საჭიროდ მიმაჩნია - უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ევროკავშირის ბიუჯეტს ზიანი არ მიადგეს". - განაცხადა მან.

ორბანის თქმით, "ევროკავშირისგან 50 მილიარდი ევროს ოთხი წლის განმავლობაში წინასწარ გაცემა ევროკავშირის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დარღვევაა. არც კი ვიცით, წელიწადის მეოთხედში რა მოხდება".

უნგრეთის პრემიერი ევროკავშირს სთავაზობს, უკრაინის დახმარება ბიუჯეტისგან განცალკევებულად მიიღოს. "თუკი ბრიუსელი ამას დათანხმდება, მაშინ უკრაინისთვის დახმარება, ბიუჯეტის გარეთ, იქნება. თუ - არა, მაშინ დავმწუხრდები, როცა ამ პროცესს შევაყოვნებ". - ამბობს ორბანი.

კომენტარები