გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს.
სააგენტოს ცნობით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონში მოსალოდნელია თოვლი, ქარბუქი და გზებზე ლიპყინული.
"საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა". - წერია სააგენტოს განცხადებაში.