რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია

რუსთაველსა და კოსტავაზე შენობების რეაბილიტაციისთვის ტენდერების ღირებულება ₾3.4 მილიონია

georgiantravelguide.com

თბილისის განვითარების ფონდმა რუსთაველის გამზირსა და კოსტავას ქუჩაზე ფასადების გაუმჯობესებისა და დაზიანებული სახურავების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოაცხადა, მათი სრული ღირებულება 3 352 841 ლარია.

ტენდერები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ქ. თბილისში, შ. რუსთაველის გამზ. N1 და თავისუფლების მოედანი N6-ში მდებარე შენობა-ნაგებობების ფასადებისა და ნაწილობრივი დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციის პროექტი - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 374 400 ლარი.
  • ქ. თბილისში, შ. რუსთაველის გამზ. N18, შ. რუსთაველის გამზ. N20, და შ. რუსთაველის გამზ. N22-ში მდებარე შენობა-ნაგებობების ფასადებისა და ნაწილობრივი დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციის პროექტი - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 301 400 ლარი.
  • ქ. თბილისში, შ. რუსთაველის გამზ. N24 და შ. რუსთაველის გამზ. N26-ში მდებარე შენობა-ნაგებობების ფასადებისა და ნაწილობრივი დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციის პროექტი - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 284 480 ლარი.
  • ქ. თბილისში, შ. რუსთაველის გამზ. N32 (არ არის რეგისტრირებული), შ. რუსთაველის გამზ. N34 (01.15.05.009.005), რუსთაველის გამზ. N36( 01.15.05.009.007), რუსთაველის გამზ. N38 (01.15.05.009.002) და შ. რუსთაველის გამზ. N40(01.15.05.009.006)-ში მდებარე შენობა-ნაგებობების ფასადებისა და ნაწილობრივი დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციის პროექტი - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 680 000 ლარი.
  • ქ. თბილისში, შ. რუსთაველის გამზ. N44 (01.15.05.008.016), შ. რუსთაველის გამზ. N46 (01.15.05.008.003) და შ. რუსთაველის გამზ. N50-ში (01.15.05.003.001) მდებარე შენობა-ნაგებობების ფასადებისა და ნაწილობრივი დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციის პროექტის მომზადება სატენდერო პირობების შესაბამისად - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 367 400 ლარი.
  • ქ. თბილისში, მ. კოსტავას ქუჩა N3 და მ. კოსტავას ქუჩა N5-ში მდებარე შენობა-ნაგებობების ფასადებისა და ნაწილობრივი დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციის პროექტი - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 214 957 ლარი.
  • ქ. თბილისში, მ. კოსტავას ქუჩა N6 (არ არის რეგისტრირებული), მ. კოსტავას ქუჩა N8 (01.15.02.011.013), მ. კოსტავას ქუჩა N10 (01.15.02.011.014) და მ. კოსტავას ქუჩა N12-ში (01.15.02.010.006) მდებარე შენობა-ნაგებობების ფასადებისა და ნაწილობრივი დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციის პროექტი - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 347 000 ლარი.
  • ქ. თბილისში, მ. კოსტავას ქუჩა N7 (01.15.03.027.007), მ. კოსტავას ქუჩა N9 (01.15.03.027.001), მ. კოსტავას ქუჩა N11 (არ არის რეგისტრირებული) და მ. კოსტავას ქუჩა N13 -ში (არ არის რეგისტრირებული) მდებარე შენობა-ნაგებობების ფასადებისა და ნაწილობრივი დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციის პროექტი - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 359 608 ლარი.
  • ქ. თბილისში, მ. კოსტავას ქუჩა N17 (01.15.03.027.002), მ. კოსტავას ქუჩა N19 (არ არის რეგისტრირებული), მ. კოსტავას ქუჩა N21 (01.15.03.025.001), მ. კოსტავას ქუჩა N23 (01.15.03.024.003) და მ. კოსტავას ქუჩა N25-ში (01.15.03.024.010) მდებარე შენობა-ნაგებობების ფასადებისა და ნაწილობრივი დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციის პროექტი - შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 423 596 ლარი.

2024 წელს თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას დაიწყებს. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, სამუშაოები 2 ეტაპად ჩატარდება. თავდაპირველად, ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობები მოწესრიგდება, ბოლოს კი უკვე საგზაო ინფრასტრუქტურა და მიწისქვეშა კომუნიკაციები.

კომენტარები